Back
Explore every episode of the podcast განკითხვის დღე
Dive into the complete episode list for განკითხვის დღე. Each episode is cataloged with detailed descriptions, making it easy to find and explore specific topics. Keep track of all episodes from your favorite podcast and never miss a moment of insightful content.
| Title | Pub. Date | Duration | |
|---|---|---|---|
| ნანისთვის ტალახის სროლასა და სიძველესთან დაუსრულებელ ბრძოლაზე - განკითხვის დღე | 03 Sep 2026 | 01:01:11 | |
ჯიმი მართალია ნიკოს გარეშე, მაგრამ გაორმაგებული პასუხისმგებლობითა და ენერგიით განიკითხავს პროპაგანდას, ქვაფენილების აყრასა და ცენზურას. | |||
| მდინარაძის წასვლაზე, RAUI-სა და ბროუნის მოძრაობაზე - განკითხვის დღე! | 27 Aug 2026 | 00:56:00 | |
როგორც მომღერალი მაია დარსმელიძე იტყოდა, ჯიმი და ნიკოს ახალი მასალა დაიდო. გთხოვთ, დაუყოვნებლივ ნახოთ და გააზიაროთ. | |||
| ბენზინზე, ტრაქტატზე და ციხიდან წერაზე - განკითხვის დღე! | 20 Aug 2026 | 00:48:58 | |
ჯიმი და ნიკო ახალი ენერგიით განიკითხავენ გეორგიევსკის ტრაქტატს, ქაოსს რუსთაველზე, აფხაზეთში ბენზინის ექსპორტსა და ყოფილი პრემიერის ციხიდან მოწერილ წერილებს. | |||
| ჩვენი ოდისეა - ნოლანიდან მდინარაძემდე - განკითხვის დღე! | 30 Jul 2026 | 01:05:10 | |
ჯიმი და ნიკო ნოლანის ოდისეაზე, ზნეობის დამცველ მოჭიდავეებზე, იდუმალ საკადრო ცვლილებებსა და კიდევ ბევრ სხვა რამეზე. | |||
| იმას ცემა, ამას პატიმრობა! - განკითხვის დღე! | 23 Jul 2026 | 00:56:09 | |
ჯიმი და ნიკო გაოცებული უყურებენ FB სტატუსის გამო ჟურნალისტის პატიმრობას და ხუმრობისათვის სტენდაფერის ცემას. | |||
| დოქებს მტრობენ, თურქმენბაშის მასპინძლობენ და აღარ თამაშობენ?! - განკითხვის დღე! | 16 Jul 2026 | 00:59:33 | |
ჯიმი და ნიკო რიყის განაშენიანების, თამაშის ბუნებისა და საქართველო-თურქმენეთის დინამიკური ურთიერთობის შესახებ საუბრობენ. | |||
| რატომ ეშინია კუსტარულს ხელოვნური ინტელექტის?! - განკითხვის დღე! | 09 Jul 2026 | 00:55:17 | |
მიხეილ ყაველაშვილის ირანში გასვენებაზე ჩასვლით შეფიქრიანებულმა ჯიმიმ და ნიკომ ხასიათი მნიშვნელოვნად გამოიკეთეს ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ ყაველაშვილისავე განაზრებების მოსმენით. | |||
| პარლამენტში ჩხუბსა და ყდების რეფორმაზე - განკითხვის დღე! | 02 Jul 2026 | 00:51:27 | |
ამ ეპიზოდში ჯიმი და ნიკო ცხარედ კამათობენ - ქიმიის სახელმძღვანელოს ყდაზე ღვინის დაყენების პროცესი უნდა იყოს გამოსახული თუ ჭაჭის გამოხდისა. | |||
| რა საერთო აქვთ ევრო და საბჭოთა კავშირებს?! - განკითხვის დღე! | 25 Jun 2026 | 00:54:17 | |
ჯიმის და ნიკოს ერთი სასაცილო ანდაზა გაახსენდათ, საბჭოთა კავშირში ნაცხოვრებ ადამიანებს ევროკავშირით აშინებდნენო. | |||
| თოფურიაც გაიმარჯვებს, საქართველოც და უკრაინაც - განკითხვის დღე! | 18 Jun 2026 | 01:16:18 | |
სრულიად საქართველო ფეხბურთმა (მუნდიალმა) წალეკა, მაგრამ ჯიმის და ნიკოს არც თოფურიას ჩხუბი გამოჰპარვიათ და არც უკრაინის წარმატებები. | |||
| ფაშინიანზე, ბიძინას შესხმაზე და ცოტაც ბავშვების უსაფრთხოებაზე - განკითხვის დღე! | 11 Jun 2026 | 00:56:38 | |
ჯიმის და ნიკოს არც ფაშინიანის გამარჯვება გამოჰპარვიათ და არც ბ-ნ ბიძინას "გროსმაისტერობა", მაგრამ ყველაზე ემოციურად მაინც ბავშვებზე ილაპარაკეს. | |||
| ბავშვებს წამალი, კვარას - თასი! - განკითხვის დღე! | 04 Jun 2026 | 01:02:00 | |
სანამ ქალბატონი ქიმბარაშვილი და Co სოციალურ ქსელებს სქროლავდა და სქრინავდა, კვარამ თასი აიღო, "დიუშენის ბავშვებს" კი წამლის მიღების გზა გაეხსნათ. | |||
| ქართველი პოლიციელი - სამართალდამცავი თუ "სილავიკი" (ძალოვანი)?! - განკითხვის დღე! | 28 May 2026 | 01:01:39 | |
აქედან გორი კი შორია, მაგრამ გორელი პოლიციელების მუშტები და წიხლები ყველას მოხვდა, მათ შორის ჯიმის და ნიკოს. | |||
| აბა, დანია გინდათ?! - განკითხვის დღე! | 21 May 2026 | 01:10:21 | |
ჯიმი და ნიკო ყველაფერს იფიქრებდნენ, მაგრამ დანიით ხალხის დაშინება თუ შესაძლებელი იყო, ვერ წარმოიდგენდნენ. "დანია? თურმე "იმენა" გლდანია!" | |||
| აღსაყდრებიდან ველოსიპედების გამტაცებლებამდე - განკითხვის დღე! | 14 May 2026 | 00:56:45 | |
პატრიარქის დემოკრატიული არჩევა, მერე აღსაყდრება, რუსეთისთვის მორიგი წაყრუება, ევროპის ტრადიციული ლანძღვა და იაპონელი მოგზაურის სამარცხვინო მასპინძლობა - ჯიმი და ნიკო კვირას აჯამებენ. | |||
| საქართველო დასავლეთში, West-ი - თბილისში - განკითხვის დღე! | 07 May 2026 | 01:05:14 | |
კანიე ვესტი "დინამო არენაზე", კვარა - "ალიანც არენაზე", თოფურია - თეთრ სახლში, კობახიძე ერევანში... - ჯიმი და ნიკო გაოცებას ვერ მალავენ. | |||
| ოდეს ხორცი გაიაფდეს... - განკითხვის დღე! | 30 Apr 2026 | 01:09:53 | |
ჯიმი და ნიკო ვეგეტარიანელები არ არიან, მაგრამ ბრმად მაინც არავის უჯერებენ, რადგან კარგად იციან, რომ ჯოჯოხეთისაკენ მიმავალი გზა იაფი, რბილი ხორცით არის მოკირწყლული. | |||
| გენერალი მდინარაძე "ტულონის" და ახლა უკვე სუს-ის გარეშე - განკითხვის დღე! | 23 Apr 2026 | 01:12:08 | |
ცოტა კოკაინის ბეჰემოთებზე, ცოტა მდინარაძის გენერლობაზე, ცოტა უსულგულობაზე, ცოტა რელიგიურ ფანატიზმზე... მოკლედ, ჯიმიმ და ნიკომ ცოტ-ცოტა ყველაფერზე ილაპარაკეს. | |||
| საქართველო უნგრეთსა და ბელარუსს შორის - განკითხვის დღე! | 16 Apr 2026 | 00:59:34 | |
ჯიმის და ნიკოს დაკვირვებით, ევროპის პოლიტიკურ სივრცეში მოვლენები, როგორც წესი, "უნგრული სცენარით" ვითარდება ხოლმე, რუსეთის ორბიტაზე კი - ბელარუსულით. | |||
| რობიკოს "ტყაოსანი" ნანახი გაქვთ?! - განკითხვის დღე! | 09 Apr 2026 | 01:00:19 | |
ანტონ კათალიკოსმა, შოთა ბრძენ იყო, საკვირველ პიიტიკოს-მესტიხე, მაგრამ ამაოდ დაჰშვრაო. ჯიმი და ნიკო ფიქრობენ, ცუდია, კათალიკოსი სტურუას დადგმას რომ ვერ მოესწრო | |||
| საბრალო ცუგები, სხვა შევარდნაძე და მთვარის მისია - განკითხვის დღე! | 02 Apr 2026 | 00:58:43 | |
ჯიმი და ნიკო ძაღლების მწარე ხვედრზე საქართველოში და ცნობილი მებაღისათვის მოწყობილ "me too"-ზე მსჯელობენ. | |||
| ბანერი ადამიანზე მეტია?! - განკითხვის დღე! | 26 Mar 2026 | 00:39:50 | |
ჯიმი და ნიკო იმის გარკვევას ცდილობენ, რა უფრო დიდი პრობლემაა, "პირველი ლედის მცირე ადამიანური ხარვეზი" თუ ბანერის დაზიანების გამო ადამიანის ციხეში გაშვება. | |||
| დიდი ეპოქის დასასრული - განკითხვის დღე! | 19 Mar 2026 | 00:42:15 | |
ჯიმი და ნიკო ილია მეორის ეპოქის დასრულებასა და კოლეგა-ჟურნალისტების ქცევაზე. | |||
| ვის და რატომ ეშინია კერძში ჩაფურთხების?! - განკითხვის დღე! | 12 Mar 2026 | 00:37:15 | |
ჯიმი და ამჯერად ქორი ასევე განიკითხავენ საქართველოს პარლამენტის გზას დამფუძნებელი კრებიდან "ოცნების" პარლამენტამდე. 12 მარტი ხომ საქართველოს დამფუძნებელი კრების პირველის სხდომის დღეა. | |||
| კიდევ რამე ხომ არ აგვეკრძალა?! - განკითხვის დღე! | 05 Mar 2026 | 00:55:45 | |
ძაღლების გამრავლების აკრძალვა, გრანტების აკრძალვა, ბიზნესისათვის პოლიტიკური აქტივობის აკრძალვა, ხელისუფლების ლეგიტიმაციის ეჭვის ქვეშ დაყენების აკრძალვა, პარტიების აკრძალვა... ჯიმი და ნიკო ცდილობენ გამოიცნონ, კიდევ რისი აკრძალვა შეიძლება. | |||
| 25 თებერვალი, ომის მორიგი წლისთავი და სანქციები - განკითხვის დღე! | 26 Feb 2026 | 01:05:36 | |
ჯიმი და ნიკო დარწმუნებული არიან, რომ "25 თებერვლის" შინაარსის შეცვლა ფუჭი გარჯაა, ისევე როგორც იმის იმედად ყოფნა, რომ რუსეთი ომს ოთხი წლის წინ დაწყებულ,ლ. ხოლო რაც შეეხება სანქციებს... | |||
| რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი ჭარბწონიანი?! - განკითხვის დღე! | 19 Feb 2026 | 01:04:54 | |
ჭარბწონიანობას შევებრძოლებით, მრავალშვილიანობას მივესალმებით, ასტროლინგვისტიკას დავეწაფებით, ხოლო თუ რამე შეგვეშლება, ტვ "იმედს" არ დაველოდებით, საკუთარი ხელით გავიქარდებით, ოღონდ ქვეყნის მთავარი იუბილარი იყოს დღეგრძელი. | |||
| ეპსტინის ფაილებიდან ზამთრის ოლიმპიადამდე - განკითხვის დღე! | 12 Feb 2026 | 01:15:01 | |
ლადო კახაძის კატამარანიც დაიშალა, ეპსტინის ფაილებიც გამოქვეყნდა, ზამთრის ოლიმპიადაც გაიხსნა ჩვენი რუს-ქართველების მონაწილეობით, გვარამიაც გამოუშვეს ციხიდან, მაგრამ, როგორც ჯიმი და ნიკო შენიშნავენ, დღის წესრიგიდან მაინც არ იხსნება უმთავრესი კითხვა: გვეშველება რამე?! | |||
| კატამარანით უფრო შორს წავალთ?! - განკითხვის დღე! | 05 Feb 2026 | 00:56:40 | |
საქართველოც, ლადო კახაძეს რომ დავესესხოთ, კატამარანია, რომელსაც ვერაფერი შეაჩერებს, მათ შორის ვერც დიდ განსაცდელში ჩავარდნილი შვედეთი. | |||
| იმან გერმანია გააერთიანა, ამათ - თსუ და "გეპეი". მერე?! - განკითხვის დღე! | 29 Jan 2026 | 00:47:04 | |
| უცნაური შეწყალება, საბავშვო ამინდი და არასაბავშვო პრობლემები - განკითხვის დღე | 22 Jan 2026 | 01:02:43 | |
თბილისში, როგორც იმ ვირუსულ ვიდეოშია, მართლა საბავშვო ამინდები გამოერია: ისე მოთოვა, რომ გუნდაც კი გაკეთდა, მაგრამ თოვლმა ასევე მოიტანა (ვინ იფიქრებდა?) არაბავშვური პრობლემები, რაც ისედაც არ აკლდა გინდა თბილისს და გინდა საქართველოს: ფასები ფასებს აღარ ჰგავს, შეწყალება შეწყალებას, პოლიცია - პოლიციას. | |||
| ასეთია "გურჯი კაცის" ბედი - განკითხვის დღე! | 15 Jan 2026 | 00:53:11 | |
გუშინ პრემიერი იყავი, დღეს პატიმარი ხარ; დღეს მონაკოში "გულაობ", ხვალ რუსთავში შეგასახლებენ. მოკლედ, როგორც დიდი სტალინი იტყოდა, ცხოვრება უკეთესი გახდა, ცხოვრება უფრო სახალისო გახდა. | |||
| მადურო, ეპისტოლე და პრისიონერა - განკითხვის დღე! | 08 Jan 2026 | 00:55:15 | |
როგორც ჩანს, 2026 წელი შარშანდელზე ბევრად ცეცხლოვანი იქნება. ყოველ შემთხვევაში, იანვრის პირველმა დღეებმა ნამდვილად გადააჭარბა მოლოდინს: იქით მადურო "გასკვანჩეს", აქეთ ირანში რევოლუცია იქოქება, თუმცა ჯიმი და ნიკო ვერც სოფო ბედიას "პრისიონერამ" დატოვა გულგრილი. | |||
| ახალი წლიდან ყველაფერი ახლებურად იქნება! - განკითხვის დღე! | 25 Dec 2025 | 00:53:03 | |
| სმის მოყვარული მძღოლების ამნისტირება და საკითხავი წულუკიანის კომისიისგან - განკითხვის დღე! | 18 Dec 2025 | 00:59:13 | |
| პარლამენტი ისევ გადადის?! - განკითხვის დღე! | 11 Dec 2025 | 00:43:21 | |
| ერთნაირი ფორმა, ერთნაირი სახელმძღვანელოები და განსხვავებული წყალი - განკითხვის დღე! | 04 Dec 2025 | 00:57:07 | |
| შავ პარასკევსა და შავ ზოლზე - განკითხვის დღე! | 27 Nov 2025 | 00:54:11 | |
ერთი წელი გავიდა კობახიძის იმ ცნობილი განცხადებიდან ("მივიღეთ გადაწყვეტილება 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი"), რამაც ყველას ცხოვრება შეცვალა. | |||
| ემიგრანტების სიმართლე - განკითხვის დღე! | 20 Nov 2025 | 00:55:23 | |
ემიგრანტებისადმი უსამართლო დამოკიდებულების გარდა, ჯიმი და ნიკო განიკითხავენ ეროვნულ ნაკრებს. წავაგეთ? მთავარია, რომ ფეხბურთის მინდვრებზე ტანკები არ დადიან და საჯარიმოში ნაღმები არ ფეთქდება. | |||
| ფოტოების მოძრაობა და არა მარტო მოძრაობა - განკითხვის დღე! | 13 Nov 2025 | 01:01:05 | |
ჯიმი და ნიკო განიკითხავენ ფოტოების ამოძრავებას, გახარიას საქმეს, არაბულ ინვესტიციასა და პროპაგანდის ტეხილ მრუდს. | |||
| სტუმარ-მასპინძელი, ოღონდ არა ვაჟასი - განკითხვის დღე | 06 Nov 2025 | 00:56:57 | |
ჯოყოლა და ზვიადაური დაივიწყეთ. ახალ ფორმატში მასპინძელი ჯიმია, სტუმარი - ნიკო. | |||
| დაკავება-დახელფასებასა და პარტიების აკრძალვაზე - განკითხვის დღე! | 30 Oct 2025 | 00:52:15 | |
ჯიმის და ნიკოს დაკვირვებით, კუსტურიცა პუტინს ეფანცქვალება, ბურჯანაძე - ლუკაშენკას, "ოცნება" კი პარტიების აკრძალვას არ იშლის. | |||
| გადაკეტვაზე, განათლებაზე და მზიას ჯილდოზე - განკითხის დღე! | 23 Oct 2025 | 01:03:30 | |
ჯიმი და ნიკო მზია ამაღლობელის სახაროვის პრემიაზე ლაპარაკობენ, თავისუფლების მეტროსთან პირბადეების შემოწმებას განიხილავენ და შიშიტ უყურებენ ქართული განათლების მომავალს. | |||
| როგორი იქნება ქართული ჩელიაბინსკი?! - განკითხვის დღე | 16 Oct 2025 | 00:53:12 | |
თუ პარტიებს აკრძალავენ, პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს დაიჭერენ, სამოქალაქო საზოგადოებას გააუქმებენ და მედიებს დახურავენ - ალბათ ჩელიაბინსკშიც აღშფოთდებიან თბილისის ჩელიაბინსკთან შედარების გამო. „უ ნას ვსიო ნი ტაკ ხრინოვაო“, იტყვიან ჩელიაბინსკელები და ვინძლო მართლებიც იქნებიან. | |||
| ვერაფერიც ვერ გავიგეთ - განკითხვის დღე! | 09 Oct 2025 | 00:52:08 | |
4 ოქტომბრის ამბებზეა ლაპარაკი. თქვენ თუ გაიგეთ, კომენტარში დაგვიწერეთ. | |||
| აბა, დისნეილენდი ვის გინდებლარიენ?! - განკითხვის დღე! | 02 Oct 2025 | 00:53:03 | |
ჯიმი და ნიკო ეგვიპტელი ფოტოგრაფის ქართულ თავგადასავალზე, ევროვიზიის რუსულ ალტერნატივასა და თბილისის ზღვაზე დისნეილენდის მშენებლობის პერსპექტივაზე საუბრობენ. | |||
| ნოზაძის გარეპილი "თბილისო" და თბილისში "ჩამოსული" ერეკლე - განკითხვის დღე! | 25 Sep 2025 | 01:13:51 | |
თბილისობა, თბილისო, ერეკლე… ჯიმი და ნიკო განიკითხავენ. | |||
| რაც პარტიები, ის საარჩევნო კლიპები! - განკითხვის დღე! | 18 Sep 2025 | 00:55:17 | |
ჯიმი და ნიკო საარჩევნო კლიპებს განიკითხავენ: რა გაუკვირდათ, რა არ გაუკვირდათ, რომელი პარტია რას და როგორ აპირებს. | |||
| კირკის მკვლელობიდან კალაძის ბანერის დაზიანებამდე - განკითხვის დღე! | 11 Sep 2025 | 00:58:02 | |
იქ კაცი მოკლეს, აქ ქალი დაიჭირეს, ვიღაცას სცემეს, ვიღაცას აგინეს... მოკლედ, როგორც ჯიმი და ნიკო ამბობენ, მართლა ცუდი დროა და არა მხოლოდ პოეზიისთვის. | |||
| ახალი ნორმალურობის წინააღმდეგ - განკითხვის დღე! | 04 Sep 2025 | 00:50:04 | |
ის, რაც შარშანწინ დიდი ამბავი იქნებოდა, დღეს ოთხშაბათის ჩვულებრივი შუადღეა... ჯიმი და ნიკო განიკითხავენ. | |||
© My Podcast Data · Independent project · Data from Apple & Spotify