Retour

Explorez tous les épisodes du podcast ღია პოდკასტი — ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის

Plongez dans la liste complète des épisodes de ღია პოდკასტი — ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის . Chaque épisode est catalogué accompagné de descriptions détaillées, ce qui facilite la recherche et l'exploration de sujets spécifiques. Suivez tous les épisodes de votre podcast préféré et ne manquez aucun contenu pertinent.

Rows per page:

1–8 of 8

TitreDateDurée
ბიოფსიქოსოციალური შეფასების მოდელის დანერგვა საქართველოში | რამინ მაჭარაშვილი & მაგული შაღაშვილი 09 Sep 202400:30:43

რიგით მე-8 დასკვნით პოდკასტში, რამინ მაჭარაშვილი და მაგული შაღაშვილი განიხილავენ ბიოფსიქოსოციალური შეფასების მოდელის უპირატესობებსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მისი პილოტირების შედეგებს. შეგახსენებთ, რომ შეფასების აღნიშნული მოდელი ეფუძნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ინდივიდუალური ფაქტორების, გარემო პირობებისა და ანატომიური მახასიათებლების ერთობლივ ხედვას. ამგვარად, შეფასების პროცესი გაცილებით უფრო ფართო სპექტრის საკითხებს მოიცავს და რაც მთავარია, მაქსიმალურადაა მორგებული ადამიანის ინტერესებსა და საჭიროებებზე.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დევნილი პირები ზუგდიდში | თომა კაკაბაძე და მადონა ხარებავა 15 Aug 202400:37:54

 ღია პოდკასტის მე-7 ეპიზოდში, მადონა ხარებავა და თომა კაკაბაძე განიხილავენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დევნილ პირთა უფლებრივ და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ომის შემდგომ, ზუგდიდში, იძულებით გადაადგილებულთა შორის, იყვნენ შშმ პირებიც. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სახელმწიფოსთან ერთად, მათი მხარდაჭერისა და განვითარებისთვის, რამდენიმე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, დასავლური ფონდების ფინანსური დახმარებით უამრავ პროექტს ახორციელებდა. აღნიშნულ პროექტებზე დაყრდნობით, დაიხვეწა ჯანდაცვის სერვისები, დაინერგა ინკლუზიური სწავლების საწყისი მოდელები, ამოქმედდა მუნიციპალური საბჭოები და სხვა... მადონა ხარებავას განცხადებით, ყველა ეს მიღწეული შედეგი ახლა ე.წ "რუსული კანონის" გამო საფრთხეშია და თუ ამ კუთხით არაფერი შეიცვალა, შშმ პირები ისევ მარტო დარჩებიან ყოველდღიური გამოწვევების წინაშე.

პარასპორტი და პარაოლიმპიური მოძრაობა საქართველოში | გიორგი ძნელაძე და თინათინ რევაზიშვილი03 Jun 202400:29:25

რიგით მე-6 ღია პოდკასტში, გიორგი ძნელაძე და თინათინ რევაზიშვილი საუბრობენ პარასპორტის შესახებ - როგორია მისი მომავალი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, რამდენად მნიშვნელოვანია პარაოლიმპიური თამაშები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სპორტსმენებისთვის და რა ტიპის მხარდაჭერაა სახელმწიფოს მხრიდან საჭირო იმისთვის, რათა უფრო მეტმა პარასპორტსმენმა შეძლოს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ამ სპორტით დაკავება და მსოფლიო მასშტაბის წარმატების მიღწევა.

--- 

Პოდკასტი - "სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ადვოკატირება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებების განხორციელებისთვის" პროექტის ფარგლებში ჩაიწერა, რომელსაც ორგანიზაციები "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებენ. 

#ღიაპოდკასტი

შშმ პირები & წინასაარჩევნო გარემო | რამინ მაჭარაშვილი და თომა კაკაბაძე30 Apr 202400:46:54

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 6 თვე დარჩა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინება საარჩევნო პროგრამებსა თუ პოლიტიკურ ხედვებში, დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. რამინ მაჭარაშვილი და თომა კაკაბაძე, ღია პოდკასტის რიგით მე-5 ეპიზოდში, წინასაარჩევნო გარემოს აფასებენ და მიმოიხილავენ მის სხვადასხვა ასპექტს: პარტიებსა და შშმ პირებს კომუნიკაციას, პარტიულ პროგრამებს, შშმ პირთა მონაწილეობის ხარისხს, რუსული კანონპროექტის ინიცირებას და მის სამომავლო შედეგებს. --- Პოდკასტი - "სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ადვოკატირება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებების განხორციელებისთვის" პროექტის ფარგლებში ჩაიწერა, რომელსაც ორგანიზაციები "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებენ. #ღიაპოდკასტი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში | ივდო ოტობარი & სოფო ჩახაია23 Mar 202400:28:52

🟣 დამოუკიდებელი ცხოვრება, ჯანდაცვის სერვისები, გარემოს ხელმისაწვდომობა, საზოგადოების დამოკიდებულება, დასაქმება, განათლების მიღების შესაძლებლობა, პირადი ცხოვრება - ამ და კიდევ სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ საუბრობენ რიგით მე-4 ღია პოდკასტში ივდო და სოფო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაგალითზე.


---

🔎 Პოდკასტი "სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ადვოკატირება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებების განხორციელებისთვის" პროექტის ფარგლებში ჩაიწერა, რომელსაც ორგანიზაციები "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებენ.

რას ნიშნავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილის დედობა საქართველოში | რუსო შერვაშიძე და ირმა კილაძე05 Feb 202400:27:37

რას ნიშნავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილის დედობა საქართველოში | რუსო & ირმა | ღია პოდკასტი #3 

რიგით მე-3 ღია პოდკასტში, რუსო და ირმა განიხილავენ იმას, თუ რას ნიშნავს იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილის დედა - საქართველოში; რა ბრძოლების გავლა მოუწიათ მათ და რა ეტაპზე არიან ახლა; თავად როგორ აფასებენ საკუთარ განვლილ გზას და რაც მთავარია - რა რჩევები აქვთ იმ დედებისთვის, რომლებიც ახლა დგანან იგივე მოცემულონის წინაშე. 


---

🔎 Პოდკასტი "სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ადვოკატირება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებების განხორციელებისთვის" პროექტის ფარგლებში ჩაიწერა, რომელსაც ორგანიზაციები "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებენ.


სოციალური, სამედიცინო, საქველმოქმედო და უფლებადაცვითი მიდგომები | თათო მახარაძე და ნონა ბერიძე04 Jan 202400:27:14

🎙️ რიგით მე-2 ღია პოდკასტში, თათო და ნონა საუბრობენ იმ მიდგომებზე, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებით, ფართოდაა გავრცელებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეს პოდკასტი საახალწლო პერიოდშია, რადგან, მიდგომების ნაწილის მიხედვით, შშმ პირი მხოლოდ და მხოლოდ ერთჯერადი დახმარების მიმღებ ბენეფიციარად განიხილება და მას განვითარების საშუალებას არ აძლევს.

---


🔎 Პოდკასტი "სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ადვოკატირება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებების განხორციელებისთვის" პროექტის ფარგლებში ჩაიწერა, რომელსაც ორგანიზაციები "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებენ.

გარემოს ფიზიკური მისაწვდომობა | თომა კაკაბაძე და ნოდო ქარცივაძე03 Dec 202300:29:39

დღეს 3 დეკემბერია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე და ჩვენი პოდკასტის პირველი ეპიზოდი სწორედ ამ თარიღს დავამთხვიეთ. 

"ღია პოდკასტის" პირველი მასპინძელი ორგანიზაციის - "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" თავმჯდომარე - თომა კაკაბაძე, ხოლო სტუმარი, პროფესიით არქიტექტორი და აქტივისტი - ნოდო ქარცივაძეა. 

პირველი ეპიზოდის სასაუბრო თემა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის აქტუალური - ადაპტირების პრობლემაა. 

პოდკასტი "სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ადვოკატირება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებების განხორციელებისთვის" პროექტის ფარგლებში ჩაიწერა, რომელსაც ორგანიზაციები "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებენ.

© My Podcast Data · Projet indépendant · Données issues d'Apple & Spotify